ხუთშაბათი, 2024-04-25, 7:04 AM

მოგესალმები სტუმარი | RSS

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 1 » anegtotebi!
6:13 PM
anegtotebi!

 ნევროპათოლოგს პაციენტი შესჩივის: "ექიმო, მგონი სკლეროზი მაქვს. აი, მაგალითად, ცოლი მაღაზიაში მგზავნის, მივალ თუ არა მაღაზიის კართან, აღმოვაჩენ, რომ უკვე აღარ მახსოვს, რა უნდა მეყიდა!" ექიმმა გასინჯა და უთხრა: "არ ინერვიულოთ, ეს არაფერია, აგერ, ხედავთ, კაცი რომ დგას? მიდით და მაშინვე მიხვდებით, რა არის ნამდვილი სკლეროზი". პაციენტი მიუახლოვდა მინიშნებულ მამაკაცს, რომელიც რატომღაც მთელ ტანზე ხელებს იტყაპუნებდა. "რას აკეთებთ?" - ჰკითხა გაკვირვებულმა პაციენტმა. "იცით, რაშია საქმე? მოშარდვა მინდა, მახსოვს, რომ სადღაც თმაშია, მაგრამ სად, აღარ მახსოვს!"




            ერთმა ქალბატონმა უკვე მეხუთედ მიუტანა კბილის ექიმს თავისი პროთეზი გადასაკეთებლად. "კარგი, გადავაკეთებ, - უთხრა გაღიზიანებულმა ტექნიკოსმა, - მაგრამ იცოდეთ, ეს უკანასკნელად ხდება. ვერ ვხედავ მიზეზს, რომლის გამოც ეს პროთეზი შეიძლება თქვენს ყბას არ მოერგოს". "რა შუაშია ყბა? - გაიკვირვა პაციენტმა, - უბრალოდ, ჭიქაში არ ეტევა!"





მსუქანი ქალბატონი მეგობარს ეჭორავება: "ჩემი პრობლემები ხომ იცი? ჰოდა, ექიმმა გასახდომად მირჩია, ვიჯირითო". "მერე როგორ არის საქმე?" "შესანიშნავად. ცხენი უკვე გახდა".





მამაკაცი ურეკავს ექიმ-ვეტერინარს: - იცით, ახლა თქვენთან ჩემი სიდედრი მოვა პატარა ბებერ ძაღლთან ერთად. ძალიან გთხოვთ, ყველაზე სწრაფმოქმედი შხამი მისცეთ. არ მინდა, ძალიან იწვალოს საწყალმა. ვეტერინარი: - ადვილი საქმეა, მეგობარო, მაგრამ მოაგნებს კი ძაღლი მარტო სახლს?!




- ექიმო, მე თეთრი ვარ, ჩემი ცოლი - შავგვრემანი, და წითური ბავშვი რატომ მეყოლა? - ცოლთან სექსი რა სიხშირით გაქვთ? - არ დამითვლია, სულ მივლინებაში ვარ. - თვეში ერთხელ? - უფრო იშვიათად. - წელიწადში ერთხელ? - ალბათ. - გასაგებია. გულს ნუ გაიტეხ, მეგობარო, ჟანგის ბრალია!




               ერთი მოხუცი მამაკაცი ეუბნება მეორეს: - ისე, კაცის გემოვნება მართლაც ძალიან ცვალებადი ყოფილა. მე, მაგალითად, ოცდაათი წლის წინ ძალიან მომწონდა თანატოლი ქალები, დღეს კი მათ დანახვაზე გული მისკდება...






მამაკაცი ბარში შევიდა და ჭიქა ვისკი და ექვსი ცალი კოქტეილის ჩხირი შეუკვეთა. კოქტეილის ჩხირები ერთანეთს შეუერთა და ასე დაიწყო ვისკის სმა. გაოცებული ბარმენი ეკითხება: "ასე რატომ აკეთებთ?!" "ექიმმა მირჩია, ალკოჰოლისგან თავი შორს დავიჭირო!"




მამაკაცმა ოქროს თევზი დაიჭირა. თევზი ადამიანის ხმით ალაპარაკდა: - ნუ მომკლავ, გამიშვი და ამისათვის სამ სურვილს შეგისრულებ! მამაკაცი მცირე ხნით ჩაფიქრდა და უთხრა: "პირველი: მსურს, ალკოჰოლური ჰალუცინაციები აღარ მტანჯავდეს. მეორე... ო-ოჰ, სად ხარ, ოქროს თევზო?!"

კატეგორია: ანეგტოტები :D | ნანახია: 1158 | დაამატა: admini | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სწრაფი რეგისტრაცია
სწრაფი რეგისტრაცია

საათი

ამინდის პროგნოზი

თანამშრომლები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა