სამშაბათი, 2024-04-23, 10:45 AM

მოგესალმები სტუმარი | RSS

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 1 » anegtotebi!
6:11 PM
anegtotebi!

- მიხო, რით მოკვდა შენი სიდედრი?

– ხიჭვი შეერჭო.
– მერე ნატყვიარი რაღათ ეტყობა ტანზე?

– მაგის ტანჯვას ვერ გაუძელი და თოფი ვესროლე.

***

 

 

სვანიმიდის საქეიფოდ და მამს ეტყვის:
– ამაღამ ნასვამი რომ მოვალ არ მცემო.
დილით გაიღვიძებს და მაგარი ნაცემია. დაუძახა მამამისს:
– ხომ გთხოვე არა მცემო მეთქი?
– შვილო ღამის ოთხ საათზე, რომ მოხვედი არაფერი გითხარი, დედა რომ მაგინე გაპატიე, ჭურჭელი რომ დაამსხვრიე გაპატიე, კუთხეში რომ დამაყენე და პანჩურებს რომ მირტყამდი გაპატიე, მაგრამ შუა ოთახში რომ მოისაქმე, მერე შიგ ასანთის ღერები რომ ჩააწყვე და თქვი ეს ზღარბი დღეიდან ჩვენთან იცხოვრებსო, ვეღარ მოვითმინე!

 

***

 

მაროს ბრმა ნაწლავის შეტევა დაემართა, სასწრაფოდ გააქანეს ექიმთან. ექიმმა უთხრა:
– ახლავე ოპერაცია უნდა გაიკეთო!
– რას ამბობთ, ექიმო, მძახალი მყავს მკვდარი. სამი დღის მერე გავიკეთებ. – გაჯიუტდა მარო.
– მაშინ, შენს ნათესავებს უთხარი ჯერ არ გაასვენონ, ბარემ ერთად გაგასვენებენ.

***

 

ორი ძმაკაცი საუბრობს:
– მაგარი სიდედრი მყავს, ძმაო, ცეცხლია ცეცხლი.
– ჩემი უფრო ნაკვერჩხალს ჰგავს, რომ შეაფურთხებ შიშინს იწყებს

 

***

სვანმა თავისი განავალი წაიღო ასანთის კოლოფით ლაბორატორიაში ანალიზის გასაკეთებლად. სახლში მაგრად ნაცემი დაბრუნდა. ცოლი ეკითხება:
– რა მოგივიდა, კაცო?
– რავი აბა… ქუჩაში ვიღაცამ ასანთი მთხოვა…

 

***

 

– ჩემი ცოლი შველივითაა, შველივით!
ესმის მიხოს ტელევიზორიდან, ერთ-ერთი სერიალის ერთი გმირის ნათქვამი.
მიხო გვერდით მჯდომ ცოლს გადახედავს და თითქოს იმ სერიალის გმირს პასუხობსო ჩაილაპარაკებს:
– ხო, ჩემი ცოლიც რაღაც ცხოველსა ჰგავ!

 

***

 

– გამარჯობა ექიმო, ჩემი ანალიზების პასუხები უკვე მზადაა.
– კი, მზადაა.
– მერე რა ხდება, როგორაა ჩემი ჯანმრთელობის საქმე?
– ცუდად, ძალიან ცუდად.
– რამდენი ხანი დამჩა სიცოცხლე?
– 10.
– რა 10? თვე, კვირა?
– 9, 8 ,7…

 

***

ბავშვი ეკითხება დედას:
– დედიკო, იმ დროს, როცა მე ვმღერი, ფანჯარასთან რატო დგები?
– ხალხმა დამინახოს, რომ არ გცემ.

 

***

ბავშვი შედის აფთიაქში:
– ტკივილგამაყუჩებელი გააქვთ?
– კონკრეტულად რა გტკივა?
– ჯერჯერობით არაფერი, მაგრამ მამაჩემი მშობელთა კრებაზე წავიდა

 

***

ექვსი თვეა მიხო ამერიკაშია. შევიდა ქართულ რესტორანში და ქართველივე მიმტანს ეუბნება:
– ახლა მამიტანე ქვაბში მიმწვარი ლობიო, დაახეთქე მაგიდაზე და მითხარი: შაცეცხლე!
– რაა?! – გაოცდა მიმტანი.
– რა და შინ ყოფნა მამენატრა…


კატეგორია: ანეგტოტები :D | ნანახია: 953 | დაამატა: admini | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 1
1 დაჩი  
0
guruli fsavs garet da policia mivida utxra dagichero da guruli eubneba raia cudad miwiravs

სახელი *:
Email *:
კოდი *:
სწრაფი რეგისტრაცია
სწრაფი რეგისტრაცია

საათი

ამინდის პროგნოზი

თანამშრომლები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა